spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კალაძე – ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია

“ვისაც აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, ჩემთვის ყველა მტერია“, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის დღეს საქართველოს მტერი.

კახა კალაძის თქმით, რუსეთის მიერ ქვეყნის ნაწილის ოკუპაცია უკვე დადასტურებული ფაქტია.

“დღეს ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული. სამწუხაროდ, ეს არის შემდგარი ფაქტი და  რეალობა, თუმცა ვინც არ უნდა იყოს, გინდ ამერიკელი, გინდ ევროპელი, გინდ რუსი, გინდ სხვა ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ეწინააღმდეგება ჩემს ქვეყანაში მშვიდობას, ვისაც აქვს სურვილი, რომ ჩემს ქვეყანაში გაჩნდეს მეორე ფრონტი, დაზიანდეს ჩემი ქვეყნის ეროვნული ინტერესი, ქართველი ხალხი, ჩემთვის ყველა მტერია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები