spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა კალაძე – ვითომ მეგობარი ქვეყნებიდან შემოდის დაფინანსება ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რომ ასწავლონ, როგორ მოაწყონ რევოლუცია

ვითომ ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან პირდაპირ შემოდის დაფინანსება ორგანიზაციებში, სადაც მიმდინარეობს ახალგაზრდების რეკრუტირება, რომ ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, ძალიან ცუდია, როცა პოლარიზაციას ახალისებენ და ხელს უწყობენ.

 

“12-პუნქტიან გეგმაში პირველი არის დეპოლარიზაცია, ანუ პოლარიზაცია, პოლიტიკური დაპირისპირება უნდა შევამციროთ ქვეყანაში და რა ხდება პარალელურად? იმის მაგივრად, რომ ყველა მოწადინებული იყოს, პოლარიზება შემცირდეს, გადაიდგეს ნაბიჯი დეპოლარიზაციისკენ, პირიქით, წახალისება ხდება. ვითომ ჩვენი მეგობარი ქვენებიდან პირდაპირ შემოდის დაფინანსება ორგანიზაციების, სადაც მიმდინარეობს რეკრუტირება ახალგაზრდების, რომ ასწავლონ, როგორ დაუპირისპირდნენ პოლიციელებს, მოაწყონ რევოლუცია, გადატრიალება და ასე შემდეგ. საიდან შემოდის ეს თანხები, ვინ აფინანსებენ? ანუ ერთი მხრივ, გვეუბნებიან, პოლარიზება უნდა შევამციროთო, მეორე მხრივ, თვითონ ახალისებენ პოლარიზაციას და ხელს უწყობენ, რაც ძალიან ცუდია”, – განაცხადა კახა კალაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები