spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კინწურაშვილმა “იმედი” დატოვა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა კახა კინწურაშვილმა ტელეკომპანია “იმედი” დატოვა. 

 

“მედიაჩეკერთან” ინტერვიუში კინწურაშვილი აცხადებს, რომ ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტი ბოლო წვეთი იყო.

 

“სხვათა შორის, რა თქმა უნდა, ხდება ასეც. მე იმედიდან რეალურად, 1 კვირის წინ წამოვედი, რადგან ეს კანონპროექტი იყო უკანასკნელი წვეთი. ვფიქრობ, ყველა ადამიანს საკუთარი საბრძოლველი აქვს და ამ ბრძოლაში ის ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს, რაც დააგროვა შეგნებითა და გამოცდილებით.

 

მე ვერ ვისაუბრებ სხვებზე, თუმცა, “იმედში” არიან ადამიანები, ჩემი მეგობრები და კოლეგები, რომლებიც მთელი ეს წლებია, ჩემს გვერდით ისხდნენ. მათ დიდ პატივს ვცემ, ვიცი მათი განწყობების შესახებ. მათ საკუთარი ბრძოლის მექანიზმები აქვთ და თავისი შეხედულებებიდან გამომდინარე იტყვიან სათქმელს”, – განაცხადა კინწურაშვილმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები