spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა კუჭავა – არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და “ქართული ოცნების” სასარგებლოდ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა.

 

“ტრადიციულად, მე ჩემს საარჩევნო უბანზე მოვედი. ვცდილობ ხოლმე, ყოველთვის მოვიდე პირველი და დღესაც ვიყავი პირველი. რა თქმა უნდა, არჩევანი გავაკეთე კახა კალაძისა და „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ.

 

ეს არის ის არჩევანი, რომელიც უნდა გააკეთოს ყველამ, ვინაიდან გაგვაჩნია პროგრამა, ხედვა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის განვითარება, ძლიერი რეგიონები. ეს არის ის დაპირება, რომელიც ჩვენ გავეცით წინასაარჩევნოდ და დარწმუნებული ვარ, 20 წლის შემდეგ ვიამაყებთ ჩვენი შედეგებით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

 

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები 08:00 საათზე გაიხსნა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები