პარლამენტის თავმჯდომარის კახა კუჭავას მიერ სამართალდარღვევის ფაქტს თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს განიხილავს.
საქმე ეხება 2 ოქტომბერის არჩევნების დღეს, რა დროსაც ხმის მისაცემად მისული პარლამენტის თავმჯდომარე კენჭისყრის ოთახში პირბადით გამოცხადდა, რომელზეც “ქართული ოცნების” სიმბოლიკა და საარჩევნო ნომერი იყო დატანილი.
ფაქტზე “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ” საჩივრით მიმართა საარჩევნო ადმინისტრაციას და შესაბამისი რეაგირება მოითხოვა.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, ცესკომ კახა კუჭავას მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა, თუ რა პასუხისმგებლობა დაეკისრება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამას სასამართლო განსაზღვრავს.