spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა მურადაშვილი – ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი ამ ეტაპზე არ გამოკვეთილა

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახა მურადაშვილის განცხადებით, ვაკის პარკში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კონკრეტულად ვინმეს პასუხისმგებლობის საკითხი არ გამოკვეთილა, თუმცა გამოკითხვის პროცესი კვლავ გრძელდება და საგამოძიებო მოქმედებები უწყვეტად მიმდინარეობს.

 

“გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი და მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს ელექტროობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დაიკითხა, როგორც სამუშაოს შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლები, ასევე თბილისის საქალაქო სამსახურის თანამშრომლები. ასევე დაიკითხნენ სკოლის პედაგოგები, მანდატურები და ყველა ის პირი, ვინც შეესწრო ან რაიმე ინფორმაცის ფლობდა ფაქტთან დაკავშირებით.

 

დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დაინიშნა ყველა საჭირო ექსპერტიზა, დაახლოებით 100-მდე პირია დაკითხული. გამოძიება ყველა ამოღებულ დოკუმენტაციას სწავლობს. ჩვენი ინტერესიც არის, რომ მალევე გავარკვიოთ თუ რა მოხდა”, -აცხადებს კახა მურადაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები