spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახა ოქრიაშვილი – მსგავსი ინციდენტები ემსახურება ქვეყანაში შიშის დანერგვას

ეს არ არის ლოკალური ინციდენტი, ეს და მსგავსი ინციდენტები ემსახურება ქვეყანაში შიშის დანერგვას, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი დმანისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რა დროსაც ოპოზიციის რამდენიმე მხარდამჭერი ცივი იარაღით დაჭრეს, მომხდარ ფაქტზე დაკავებულია მაჟორიტატი დეპუტატობის კანდიდატის შვილი. 

 

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მმართველი ძალა  იძულებული გახდა დაეკავებინა ერთი ადამიანი, თუმცა  ვიდეომტკიცებულებებში ჩანს, რომ თავდასხმაში კიდე სხვა ადამიანები ფიგურირებენ, რომლებიც არიან როგორც ცივი, ასევე ცეცვხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები.   

 

“გუშინ ჩვენ გადავრჩით,  რომ ადამიანები არ დავკარგათ. რაც მოხდა,  ეს ერთი, ლოკალური ინციდენტი არ არის. ეს  არის შიშის ატმოსფეროს შექმნის მცდელობა, რომ ლაგოდეხიდან ზუგდიდამდე ყველამ დაუნახოს,  აი რა მოუვა იმ ხალხს, ვინც ჩვენს წინააღმდეგ წავა”, – განაცხადა ოქრიაშვილმა.  
დმანისში აქცია იმართება, სადაც გუშინდელ ინციდენტს გააპროტესტებენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები