NDI-ის კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და “ოცნება“ ოპოზიციაში გადავა, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
“გამოქვეყნდა NDI-ს მიერ ჩატარებული საზოგადოებრივ-პოლიტიკური კვლევის შედეგები. რომ შევაჯამოთ:
1. მოსახლეობის მხოლოდ 20 %-ს აქვს უკეთესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე 5 წლის წინ. ჯამში, 80%-ს გაუარესებული აქვს ფინანსური მდგომარეობა. ეს 20 % კი ის ხალხია, ვინც ფულს “ქოცობით“ შოულობს.
2. ამ 20 %-ს ემატება ის თავგზააბნეული 8 %, ვისაც იმედი აქვს, რომ „ქოცობით“ ისინიც ფინანსურად იქნებიან უზრუნველყოფილი. გამოდის, რომ „ქართულ-რუსულ ოცნებას“, ჯამში, აქვს მაქსიმუმ 28 %-იანი მხარდაჭერა. მოსახლეობის 72 %-ს სურს ცვლილება და ეს ცვლილება გარდაუვალია!
NDI-ის კვლევის შედეგები ცხადჰყოფს, რომ შემდეგი ხელისუფლება კოალიციური იქნება და „ოცნება“ ოპოზიციაში გადავა!”, – აცხადებს ოქრიაშვილი.