“საერთაშორისო იზოლაცია, უვიზო მიმოსვლის შეჩერება, ტოტალური გაღატაკება – აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს”, – აცხადებს ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.
“ივანიშვილმა გამოაგორა „ყმაწვილების კვარტეტი“ და განაგრძობს ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის პირდაპირ გინებას.
რას უნდა ველოდოთ ქართველი ხალხი:
1. საერთაშორისო იზოლაციას.
2. ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შეჩერებას.
3. ისედაც მაჩანჩალა ეკონომიკის ჩამოშლას, ლარის “კუპონიზაციას“ და ხალხის ტოტალურ გაღატაკებას.
აი, ეს მოაქვს ბატონ ივანიშვილს”, – აცხადებს ოქრიაშვილი.