spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა ოქრიაშვილი – ვერცერთი უკანონო “ქოლცენტრი” ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე

ოპოზიციონერი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეს ეხმაურება.

 

როგორც ოქრიაშვილი აღნიშნავს, არავინ დაიჯერებს იმას, რომ ქალაქის ცენტრში მუშაობს “ქოლცენტრები”, რომლის მფლობელი “ოცნების” მტკიცებით დავით კეზერაშვილია.

 

“10 წელია, რაც “ოცნება“ ხელისუფლებაშია. თბილისის ცენტრში უკვე  წლებია, მუშაობს “ქოლცენტრები“, სადაც დასაქმებულია ასობით ადამიანი. თურმე, მფლობელი ბატონი კეზერაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგეა და მისი “ქოლცენტრები“ დედაქალაქის ცენტრში წლებია, მუშაობს? და სად არიან ამ წლების განმავლობაში ჩვენი სამართალდამცავები? ამას იდიოტსაც ვერ დააჯერებენ –  თუმცა „ოცნებას“ ჰგონია, რომ ქართველ ხალხს დააჯერებს. 

 

ვერცერთი უკანონო „ქოლცენტრი“, ვერცერთ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, ვერ იმუშავებს სამართალდამცავების მფარველობის და პროტექციის გარეშე. აღნიშნული „ქოლცენტრი“ კი არა ჩვენმა, არამედ გერმანელმა სამართალდამცავებმა აღმოაჩინეს. 

 

ასე რომ, დიდი ალბათობით, „ქოლცენტრები“ ეკუთვნით სწორედ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაახლოებულ პირებს და ჩნდება კითხვა:  „ქოლცენტრებში“ კრიმინალური მეთოდებით გამომუშავებული ფული ხომ არ მიდის „ქართული ოცნების“ და მათი ტელევიზიების დასაფინანსებლად?! “ოცნებასთან“ არადაახლოებული პირი საქართველოში “ქოლცენტრს“ ვერ ამუშავებს!”, – აცხადებს ოქრიაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები