თუ ერთი კვირის წინ კახა კუჭავა დარწმუნებული იყო, რომ ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თავისის მანდატის ფარგლებში აპირებდა რეფორმების განხორციელებას, მაშინ რა მოხდა ერთი კვირის შემდეგ? – აცხადებს პარტიის “საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივანი კახა ქემოკლიძე კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის კომენტირებისას.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ისე ინიშნებიან და ისე მიდიან, ვერც კი აცნობიერებენ თავიანთ პასუხისმგებლობას.
“ეს არის ინსტიტუციური უპასუხისმგებლობის კლასიკური მაგალითი. როგორც გაურკვევლად წავიდა თავის დროზე არჩილ თალაკვაძე და გაურკვევლად დაინიშნა კახა კუჭავა, ასევე გაურკვევლად და ბუნდოვნად წავიდა დღეს ბატონი კახა. მასხოვს მისი განცხადება რამდენიმე დღის წინ, როდესაც ის მიანიშნებდა, რომ მზად არის ინსტიტუციური რეფორმების გასატარებლად. თუ ერთი კვირის წინ კახა კუჭავა დარწმუნებული იყო, რომ ის იყო პარლამენტის თავმჯდომარე, რომელიც თავისის მანდატის ფარგლებში აპირებდა რეფორმების განხორციელებას, მაშინ რა მოხდა ერთი კვირის შემდეგ? პრობლემა იმაშია, რომ ადამიანები საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ისე ინიშნებიან და ისე მიდიან, ვერც კი აცნობიერებენ, რა არის მათი პასუხისმგებლობის რადიუსი. ეს არის არა მარტო ღრმად ინსტიტუციური, არამდეგ ღრმად სახელმწიფოებრივი პრობლემა” , – განაცხადა ქემოკლიძემ.
დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განაცხადა. მის ადგილს შალვა პაპუაშვილი დაიჭერს.