spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა შენგელია – სოსო ბერიკაშვილი ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის

კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია აცხადებს, რომ სოსო ბერიკაშვილის გათავისუფლებას ისედაც აპირებდა, რადგან შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი არ იყო.

 

“სოსო ბერიკაშვილი არის არაკაცი, რომ ამ სიტუაციას იყენებს მისი პოლიტიკური კარიერისთვის. მისი გაშვება დიდი ხანია მინდოდა, რადგან ის არ იყო შესაბამისი კვალიფიკაციის დეკანი. სამწუხაროდ, დაემთხვა ამ სიტუაციას და ის ახლა იყენებს სათავისოდ რომ როგორმე რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკედლოს“, – მისწერა შენგელიამ “რადიო თავისუფლებას“ კითხვაზე პასუხისას.

 

დღეს უნივერსიტეტის უკვე ყოფილმა ლექტორმა სოსო ბერიკაშვილმა დაწერა, რომ ის კავკასიის უნივერსიტეტიდან გაუშვეს.

 

მისი თქმით, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუსმა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი “ბიძინას გინება” დაუსახელა.

 

ამ განცხადების შემდეგ, CU-ს დატოვების შესახებ დაწერეს ნიკო ნერგაძემ, ნინიკო რობაქიძემ, დავით ქაშიაშვილმა, ლევან ბერძენიშვილმა, სალომე უგულავამ, დავით ჭუმბურიძემ.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები