spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახა წერეთელი – რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო

ადვოკატ კახა წერეთლის თქმით, სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისი” გამოძიებასთან სრულად თანამშრომლობს.

 

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით და დოკუმენტებით, რა ვალდებულებებიც გააჩნია ადმინისტრაციას აუზების მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებით, ეს ვალდებულებები დაცულია. თუმცა სრული ინფორმაცია წარედგინება გამოძიებას, ასევე ჩვენებების სახით და საბოლოო ანგარიშს და შეფასებებს გააკეთებს გამოძიება.

 

სამედიცინო პუნქტი ნამდვილად არსებობს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის წესი, შემთხვევიდან რამდენიმე წამში ფაქტობრივად სამედიცინო პუნქტის წარმომადგენელი იყო ადგილზე და ცდილობდა დახმარების აღმოჩენას, მაშველებიც დაუყოვნებლივ იყვნენ შემთხვევის ადგილზე, ვალდებულება იმისა, რომ ყველა აუზთან მაშველი იყოს, ასეთი ვალდებულება არ არსებობს, ბუნებრივია, ეს არ ყოფილა, თუმცა რაც არის რეგულაციებით გათვალისწინებული, ყველაფერი შესრულებული იყო”, – განაცხადა  წერეთელმა.

 

სასტუმრო “დრიმლენდ ოაზისის” აუზში 5 წლის ბავშვი 18 ივლისს დაიხრჩო.

 

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები