ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტია “საქართველოსთვის” წევრი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ არჩევნები არ უნდა გადაიდოს და კოვიდკრიზისის მიუხედავად, უნდა ჩატარდეს უსაფრთხოების დაცვით.
როგორც ქემოკლიძემ “ფორმულას” ეთერში, გადაცემა “პოლიტმეტრში” აღნიშნა, არჩევნების გადადება ყველაზე მეტად მმართველ პარტიას აწყობს.
“არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში. სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა სწორი მენეჯმენტით, თანმიმდევრულობით ეს პრობლემები დაარეგულიროს. უსაფრთხოების სრული დაცვით არჩევნები უნდა ჩატარდეს კონსტიტუციურ ვადებში და ჩარჩოებში.
ჩემი აზრით, არ უნდა გადაიდოს, მეტიც, თუკი ვინმეს აწყობს ეს პირველეს ყოვლისა, ესაა “ქართული ოცნება”, – განაცხადა ქემოკლიძემ.