spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კახაბერ ქემოკლიძე – ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი

“ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი”, – აღნიშნულთან დაკავშირებით პარტია “საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა კახაბერ ქემოკლიძემ განაცხადა. 

 

“ჩვენ აუცილებლად გვეყოლება თბილისის მერობის კანდიდატი, ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჯერ კიდევ ვმსჯელობთ. შესაბამისად, კონკრეტული კანდიდატურა დღეის მოცემულობით მაგიდაზე არ გვიდევს, თუმცაღა მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა”,- განაცხადა ქემოკლიძემ. 

 

მისივე განმარტებით, გუნდში ბევრ შესაძლო კანდიდატთან დაკავშირებით მსჯელობენ.

 

“ვერც ვერაფერს დაგიდასტურებთ და ვერც ვუარვყოფთ იმასთან დაკავშირებით, რომ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა ბევრ კანდიდატურაზე”– განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები