spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კახაბერ ქემოკლიძე – სახელმწიფომ ლექსო ლაშქარავას დაცვა ვერ მოახერხა, ეს არის რეალობა

პარტია “საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრი კახაბერ ქემოკლიძე აცხადებს, რომ “ტვ პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება.

 

“ბევრი კითხვა არსებობს. სამწუხაროდ, მძიმე ფაქტია და ნებისმიერი შემთხვევაში სახელმწიფოს უდიდესი პასუხისმგებლობაა ნებისმიერი საქართველოს მოქალაქის დაცვა. განსაკუთრებით, რაც მთავარია ჟურნალისტები იყვნენ დაცულები. სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა.

 

ეს არის უმძიმესი ფაქტი. მგონი ყველას ვალია ეს ადამიანი ღირსეულად დავასაფლავოთ და შემდეგ ვიმსჯელოთ იმ საკითხებზე, რომელიც დღის წესრიგში ნამდვილად დგას. პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, იმიტომ რომ  ვერ მოახერხა ამ ადამიანის დაცვა. ეს არის რეალობა”, – განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები