თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასთან წისქვილში 40 წლამდე მამაკაცი დაიღუპა.
ადგილობრივების ინფორმაციით, მამაკაცი წისქვილის დანადგარმა ტანსაცმლით ჩაითრია და ის ადგილზე გარდაიცვალა.
შენობა, რომელშიც წისქვილია განთავსებული, ყარაჯალაში მცხოვრებ პირს ეკუთვნის, თუმცა ობიექტი გაქირავებულია.