კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კი მძიმეა.
არსებული ინფორმაციით, ბაკურციხე-თბილისის დამაკავშირებელ მაგისტრალზე მსუბუქ ავტომობილს, რომელშიც ცოლ-ქმარი და მათი შვილი იმყოფებოდა, ტრაილერი შეეჯახა.
ძლიერი შეჯახების შედეგად, ავტომანქანაში მყოფი ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მისი 7 წლის შვილი და მეუღლე კი მძიმედ დაშავდნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები გურჯაანში, ჯეო-ჰოსპიტალსის კლინიკაში გადაიყვანა. ექიმების განმარტებით, არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა და მას თბილისში გადაყვანა სჭირდება.