კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
თელავი-გურჯაანის ცენტრალურ მაგისტრალზე სავარაუდოდ, დიდი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომანქანა ხეს შეეჯახა.
ავტომობილში მყოფი ორი პირი ადგილზე გარდაიცვალა, მათ შორის ერთი, არსებული ინფორმაციით, კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელია.
გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.