კახეთში, ქედელის დასახლებაში ბრმა ტყვიას 52 წლის მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი აგარაკზე მოხდა, როცა მასპინძელი სტუმრებთან ერთად იმყოფებოდა და სანადირო თოფით ფრინველის მოკვლას ცდილობდა, ტყვია კი შემთხვევით მასპინძლის მეგობარს მოხვდა.
მამაკაცს დაზიანებები გულმკერდის არეში ჰქონდა, რის გამოც, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც Front News-ს შსს-ში განგვიცხადეს, მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.