საგარეჯოში 11 ნოემბერს ყოფილი ქმრის მიერ ნაცემი ქალი დღეს კლინიკაში გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცოლზე ძალადობის მუხლით ნასამართლევი იყო და შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი.
შსს-ს ინფორმაციით, მამაკაცი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით, 11 პრიმა 109-ე (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) და 11 პრიმა 381 მუხლით (განაჩენის ან სხვა სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობა) დაიწყო.