თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში სამი ადამიანი დაჭრეს.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ერთად ქეიფობდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა და ერთ-ერთმა სანადირო თოფიდან ისროლა.
დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.