სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგაში შვილმა მამა მოკლა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების დროს ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა შვილმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში მამას სასიკვდილო ჭრილობები სხეულის სხვადასხვა არეში, ცივი იარაღით მიაყენა.
მიყენებული ჭრილობებით შუახნის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, შვილი დაკავებულია.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.