უბედური შემთხვევის შედეგად დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 3 წლის ბიჭი დაიღუპა.
სოფელ არხილოსკალოში, ვეფხვისა და მოყმის მემორიალის ნაწილი მოულოდნელად ჩამოიშალა და მცირეწლოვანს დაეცა.
ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.