საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამაჯერებელ გამარჯვებას ელის. ის მერობის კანდიდატებთან დაკავშირებითაც საუბრობს.
“დამაჯერებელი იქნება შემოდგომაზე გამარჯვება. რაც შეეხება კონკრეტულ კანდიდატებს, უახლოეს დღეებში ამას ნახავს საზოგადოება. დაგვიტოვეთ ამის უფლება, რომ დარჩეს ეს სიურპრიზად.
რაც შეეხება კახი კალაძეს, მას გამარჯვების 100%-იანი შანსი აქვს, დღეს მოცემულობაში ნებისმიერ კანდიდატთან. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ კალაძის კანდიდატურა არის ჩვენი სურვილი, მაგრამ პოლიტსაბჭო არის პოლიტსაბჭო და მოდით დაველოდოთ”- აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.