spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

“კახი კალაძის ოჯახმა “სანსეტ შოვი” გუშინ, სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა”

სასტუმრო “სანსეტ შოვის” მმართველი კომპანიის წარმომადგენელი ანა მურადაშვილი სოციალურ ქსელსა და მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც, თითქოს სასტუმროდან პირველ რიგში კახი კალაძის ოჯახის ევაკუირება მოხდა.

 

ანა მურადაშვილი, რომელიც სტიქიის დროს თავადაც “სანსეტ შოვში” იმყოფებოდა, “რუსთავი 2”-თან აცხადებს, რომ თბილისის მერის ოჯახმა სასტუმრო გუშინ, ჯერ კიდევ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, საკუთარი ავტომობილით დატოვა.

 

“კახი კალაძის ოჯახის წევრები ნამდვილად იყვნენ ჩვენი სტუმრები, თუმცა მათ სტიქიის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე დატოვეს სასტუმრო. ამ დრომდე ჰქონდათ მათ ჯავშანი და 12:00 საათისთვის უკვე მოხდა ჩექაუთი. ისინი ჩვეულებრივ საკუთარი ავტომობილით გაემგზავრნენ.

 

რაც შეეხება უკვე სტიქიის შემდგომ პერიოდს, მე პირადად ვიყავი ადგილზე, სულ ვიმყოფებოდით 40 ადამიანი, პერსონალის და სტუმრების ჩათვლით, მათ შორის იყვნენ ბავშვებიც. ვერტმფრენი რომ მოვიდა, პირველ რიგში მოხდა იმ ადამიანების ევაკუაცია, რომელთაც გადაუდებლად ესაჭიროებოდათ დახმარება, შემდეგ კი გამოგვიყვანეს სხვები. ამჟამად ყველა უვნებლად არის და საბედნიეროდ, მშვიდობიანად გამოვედით”, – აცხადებს ანა მურადაშვილი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები