spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“კალაძე თუ ვერ ხედავს თავის ბრალეულობას, აუცილებლად დავანახებთ” – ორშაბათიდან თბილისის მერიასთან აქციები გაიმართება

კალაძე თუ ვერ ხედავს თავის ბრალეულობას, ჩვენ მას აუცილებლად დავანახებთ, – ამის შესახებ თბილისის მერიის წინ შეკრებილმა სამოქალაქო აქტივისტებმა განაცხადეს.

 

მათი თქმით, თბილისის მერიასთან აქციები ორშაბათს დილიდან დაიწყება.

 

“დღეს აქ გამოვედით,  რომ დავაანონსოთ, რომ ორშაბათს, 09:00 საათიდან ვიქნებით აქ მერიის მთავარ შესასვლელთან, რათა მივუთითოთ და მოვთხოვოთ მერს და მერის კონკრეტულ თანამშრომლებს, რომ საკუთარ თავზე აიღონ პასუხისმგებლობა და თქვან, რომ დამნაშავეები არიან თვითონ. 

 

კალაძე თუ ვერ ხედავს თავის ბრალეულობას, ჩვენ მას აუცილებლად დავანახებთ, კალაძე აუცილებლად გადადგება“,  – განაცხადა აქციის ორგანიზატორმა. 

 

მისი თქმით, აქციები თბილისის მერის კახი  კალაძის გადადგომამდე გაგრძელდება.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები