spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კალასი – ევროკავშირი მზად არის აიღოს ლიდერობა უკრაინის მხარდაჭერის საკითხში, თუ აშშ-ს არ სურს

ევროკავშირი მზად არის გამოიჩინოს ლიდერობა უკრაინის დახმარების საკითხში, მაგრამ ევროპაში იმედოვნებენ, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ შეწყვეტს უკრაინელების მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა კაია კალასმა განაცხადა.

“ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის ყველა სხვა წევრი და იმედია, შეერთებული შტატებიც მზად არიან გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა… ევროკავშირი ასევე მზად არის აიღოს ეს ლიდერობა, თუ შეერთებულ შტატებს არ სურს“, – განაცხადა კალასმა.

მისივე თქმით, ევროპამ არ უნდა დაიწყოს ვარაუდები უკრაინის მიმართ აშშ-ის მომავალი მხარდაჭერის შესახებ.

როგორც კალასმა აღნიშნა, “ამერიკის ინტერესებში არ შედის, რომ რუსეთი იყოს ყველაზე ძლიერი ქვეყანა მსოფლიოში“.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები