საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი კაია კალასი აცხადებს, რომ რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიდის.
კითხვაზე, როგორ ჩაერთვება ევროკავშირი უკრაინის ომზე მიმდინარე მოლაპარაკებებში, კალასი ამბობს, რომ ბლოკი „სხვადასხვა თანამოსაუბრესთან განიხილავს საკითხებს“.
“მაგიდის ირგვლივ გაგება ასეთია, რომ რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას იმისთვის, რომ წამოაყენონ ყველა სახის მოთხოვნა“, – განაცხადა კალასმა.