spot_img
spot_imgspot_img
spot_img

კალასი – თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დიდი შეშფოთებით ვუყურებთ იმას, რაც ხდება

რა თქმა უნდა, ჩვენ თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და დიდი შეშფოთებით ვუყურებთ იმას, რაც ხდება, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა.

“სწორედ ამიტომ, ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა ესეც იყო. ჩვენ ვისაუბრეთ, თუ კიდევ რა სიგნალები შეგვიძლია გავუგზავნოთ საქართველოს მთავრობას, რომ ეს არ არის სწორი გზა და ეს გზა არ მიდის ევროინტეგრაციის მიმართულებით.

რაც შეეხება ვიზალიბერალიზაციის საკითხს, გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული და ახლა წევრი სახელმწიფოების გადასაწყვეტია, როდის დანერგავენ მას თავიანთ ქვეყნებში”, – განაცხადა კალასმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები