spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კამალა ჰარისი – არ გვაქვს განზრახვა, ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარები გავგზავნოთ

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის განცხადებით, ამერიკა ისრაელში ან ღაზაში საბრძოლო ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.

 

“ჩვენ არ გვაქვს განზრახვა და არც გვაქვს რამე გეგმები საბრძოლო ჯარების ისრაელში ან ღაზაში გაგზავნის შესახებ”, – განაცხადა ჰარისმა.

 

მისივე თქმით, აშშ მხარს უჭერს ისრაელს აღჭურვილობითა და რჩევებით, მაგრამ არ ეუბნება, როგორ აწარმოოს ომი.

 

“ისრაელს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, აქვს საკუთარი თავის დაცვის უფლება. როგორც ითქვა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ “ჰამასის” და პალესტინელების გაიგივება არ მოხდეს”, – აღნიშნა მან.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები