spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კამერონი – ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას

ვეტოს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვია, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი წერს.

 

“საქართველოს მოსახლეობის სურვილი ნათელია: მათი მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია.

 

პრეზიდენტ ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევით და უცხოური გავლენის შესახებ გამჭვირვალობის კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებამ ამ გზიდან გადაუხვია.

 

ბრიტანეთი განაგრძობს ქართველი ხალხის გვერდში დგომას”, – წერს კამერონი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები