spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კამპანიას – “მოდი ვიმოძრაოთ“, ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებიც შეუერთდნენ

ოლიმპიზმის საერთაშორისო დღეს, კამპანიას სახელწოდებით „მოდი ვიმოძრაოთ“,  ბორჯომის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებიც შეუერთდნენ. მოსწავლეებმა სპორტის სხვადასხვა სახეობებში მიიღეს მონაწილეობა. 

 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და სასკოლო სპორტის საერთაშორისო ფედერაციამ, ოლიმპიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ახალი კამპანია  „მოდი ვიმოძრაოთ“ / Let’s Move დაიწყო. 

 

აქტივობის მიზანია, რაც შეიძლება მეტი მოსწავლე წახალისდეს და ახალგაზრდები ფიზიკური აქტივობით დაკავდნენ. 

 

მოსწავლეთა მონაწილეობით, დღეს, თბილისსა და რეგიონებში ოლიმპიზმის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა.  

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები