spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კანადა აბრამოვიჩის 26 მილიონი დოლარის აქტივების კონფისკაციას გეგმავს

კანადის მთავრობა რუსი ოლიგარქის რომან აბრამოვიჩის კუთვნილი კომპანიის – Granite Capital Holdings Ltd აქტივების დაყადაღებასა და კონფისკაციას გეგმავს. საუბარია 26 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივებზე. 

 

კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ეს ნაბიჯი იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც მთავრობა თავის ახალ უფლებამოსილებას სანქციების ქვეშ მყოფი პირების აქტივების დასაყადაღებლად გამოიყენებს. 

 

კანადის მთავრობა ჩამორთმეული აქტივებიდან მიღებული თანხების უკრაინის აღდგენისთვის გამოყენებას გეგმავს.

 

როგორც კანადის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებული რუსი ოლიგარქები ვერ იპოვიან კანადაში თავშესაფარს თავიანთი უკანონოდ მოპოვებული კაპიტალისთვის.

 

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კანადამ სანქციები 1 500-ზე მეტ იურიდიულ და ფიზიკურ პირს დაუწესა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები