კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
როგორც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, შეზღუდვები მოიცავს ასევე დეზინფორმაციისა და პროპაგანდის 29 აგენტს, ასევე 15 სტრუქტურას, რომელსაც რუსეთის მთავრობა აკონტროლებს და ცდილობს სიცრუის გავრცელებას.
“პატრიარქი კირილი სასანქციო სიაში მოხვდა როგორც რუსი აგენტი, რომელიც დეზინფორმატორად არის იდენტიფიცირებული და რომელიც უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი შეჭრის მხარდაჭერასა და უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
სანქციები შეეხო ასევე რუსეთის პირველ არხს, ტელეკომპანია „როსია 1“-ს, „ნტვ“-ს, „ტასს“, „გაზპრომმედიას“, „როსია 24“-ს, „ვესტი.რუს“ , „სპუტნიკს“, „რეგნუმს“, „როსკომნადზორს“ და სხვა.