კანადის პარლამენტმა უკრაინასთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
უკრაინასთან დაკავშირებით ანგარიში კანადის პარლამენტის მუდმივმოქმედმა კომიტეტმა წარადგინა.
დეპუტატები მთავრობას მიმართავენ, მხარი დაუჭირონ უკრაინას და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს.
ისინი რეკომენდაციას უწევენ მთავრობას „გაზარდოს პერსონალის რაოდენობა, რათა არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გამო მიგრანტების მიღებისას შეფერხება არ იყოს“.
“ვგმობთ უკრაინაზე რუსეთის არაპროვოცირებულ თავდასხმას, რომლის ბრძანებაც ვლადიმერ პუტინმა გასცა, რითაც ღიად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები“, – აღნიშნულია მოხსენებაში.