spot_img
spot_imgspot_img
spot_img

“კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე”

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ თუ პოლიცია შტურმს მიიტანს პარტიის ოფისზე, ისინი სამართალდამცველებს კანონიერ წინააღმდეგობას გაუწევენ. 

"ჩვენ ნებისმიერი სცენარისთვის ვართ მზად, მათ შორის იმ სცენარისთვის, რომ თუ გადაწყვეტს ხელისუფლება და გადადგამს იმ უგუნურ ნაბიჯს, რასაც ჰქვია ოფისის შტურმი, ამისთვისაც ვემზადებით. რა თქმა უნდა, კანონიერ წინააღმდეგობას გავუწევთ სამართალდამცველებს, რათა არ მივცეთ საშუალება, დააპატიმრონ პარტიის თავმჯდომარე.

აქ არ არის საუბარი ნიკა მელიას დაპატიმრებაზე, ეს არის თითოეული ადამიანის დაცვა, რომელიც დღეს იბრძვის თავისუფლებისთვის", – აცხადებს ზაალ უდუმაშვილი. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები