spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კაპიტანი იუბილარია – ჩივაძეს 68 წელი შეუსრულდა

ლეგენდარულ ქართველ ფეხბურთელს, თბილისის “დინამოს” და საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანს ალექსანდრე ჩივაძეს 68 წელი შეუსრულდა.

 

ჩივაძე “დინამოს” რიგებში 1974-1987 წლებში ასპარეზობდა და ჩატარებულ 425 შეხვედრაში 62 გოლი გაიტანა. იგი არის სსრკ–ს 1978 წლის ჩემპიონი. სამგზის პრიზიორი (1976 შემოდგომა-გაზაფხული, 1981). ბროლის თასის ორგზის მფლობელი 1976 და 1979 წლებში. უეფას თასების მფლობელთა თასის მფლობელი 1981 წელს. 1980 წლის ოლიმპიადის პრიზიორი. 

 

ჩივაძე 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში რვაჯერ მოხვდა. იგი იყო სსრკ– ს ნაკრების კაპიტანი, 52 ჩატარებული მატჩი და გატანილი 3 გოლი. ის ასევე არის ფიფას ორდენის კავალერი.

 

აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ “დინამო არენას” სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს სწორედ მისი სახელი ეწოდა.

 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები