spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კაპრალი თემურ დადიანი პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონია

ავღანეთში დაჭრილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ, კაპრალმა თემურ დადიანმა პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვება მოიპოვა. ამ გამარჯვებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამხედრო მოსამსახურე ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი გახდა. 

 

კაპრალმა თემურ დადიანმა ორივე ხელის კატეგორიაში გაიმარჯვა. მარცხენა ხელის ფინალში მან ყაზახი სპორტსმენი დაამარცხა, ხოლო მარჯვენა ხელში – უკრაინელი. 

 

მსოფლიოს პარამკლავჭიდის ჩემპიონატი თურქეთში, ქ. სტამბოლში ჩატარდა, რომელშიც 54 ქვეყანა მონაწილეობდა. თემურ დადიანი გინესის ორგზის რეკორდსმენია და წარმატებით ასპარეზობს პარასპორტის სხვადასხვა სახეობის ტურნირებში. 

 

თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურე 2011 წელს, ISAF–ის მისიის ფარგლებში, ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში პატრულირების დროს ხელნაკეთ ნაღმზე აფეთქდა და ორივე ქვედა კიდური დაკარგა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები