spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარასინი – ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები

მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ ბოდვის გარდა, – ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

 

“სალომე ზურაბიშვილი კვლავ პარაზიტირებს რუსეთის თემით. ახლა იმ ქალბატონს, რომელიც იმპიჩმენტს ძლივს გადაურჩა, ანერვიულებს საქართველოში მცხოვრები რუსები, რომლებიც “მტრის ენაზე ლაპარაკობენ”. პრეზიდენტი ამაში ხედავს რუსეთისთვის წინაპირობას გამოაცხადოს სრულფასოვანი ომი და ემხრობა რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის აკრძალვას.

 

მსგავს საჯარო განცხადებას ვერაფერს ვუწოდებთ ბოდვის გარდა. დარწმუნებული ვარ, ეს თბილისშიც ესმით”, – წერს კარასინი.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები