spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარასინი – უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის, ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უცხოურ მედიასთან ინტერვიუს ეხმაურება.

 

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მორიგი გააზრებული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თუ უკრაინა წინააღმდეგობას არ გაუწევს, საქართველო და ბალტიის ქვეყნები შესაძლოა, იყვნენ შემდეგი, რომლებსაც რუსეთი თავს დაესხმება.

 

პოლიტიკური შიზოფრენია რთულად იკურნება, ქალბატონო პრეზიდენტო! რატომ არ ახსენეთ ამ შემთხვევაში მეტად შორეული სამიზნეები – გერმანია, შვეიცარია ან მალტა? განა უფრო ადვილი არ არის გავიხსენოთ, ცივი ომის დასრულების შემდეგ და იმ დაპირების შემდეგ, რომ ნატო აღმოსავლეთისკენ არ გაფართოვდებოდა, როგორ დაიწყო ნატოს სამხედრო პოლიტიკურმა ბლოკმა და მისმა საცეცებმა არასამთავრობო სტრუქტურების სახით ნახტომებით რუსეთთან მიახლოება. აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ კი პოსტსაბჭოთა სივრცის დასავლური დამუშავების სამი ათწლეულის მიზნები აშკარაა. მათ უკვე დახურეს მჭიდრო რგოლი ჩვენი ქვეყნის გარშემო. უკრაინა არის ბოლო საზღვარი, სადაც შეიქმნა პლაცდარმი რუსეთთან დაპირისპირებისთვის. ამის მიზნებიც ნათელია. ასე რომ, არ ღირს საკუთარი თავის შეშინება!”, – წერს კარასინი სოციალურ ქსელში. 

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები