spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ყურადღებით მესამე პრეზიდენტის საქმეს

ჩვენ ვაკვირდებით ძალიან ყურადღებით მესამე პრეზიდენტის საქმეს, – ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

 

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული.

 

“მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩემი საუკეთესო რჩევაა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება“,- განაცხადა ელჩმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები