spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეს ყურადღებით ადევნებენ თვალს.

 

მისივე თქმით, ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება, საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა.

 

“ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს სანდო ადგილობრივ პარტნიორებთან ერთად, როგორიც არის სახალხო დამცველი. ევროკავშირმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უფლებების დაცვა და სამართლებრივი პროცესების შესრულება, საკვანძოა და არის ხელისუფლების სრული პასუხისმგებლობა. ეს უფლებები მოიცავს გამჭვირვალე, სამართლიანი სასამართლოს უფლებას და შესაბამის სამედიცინო მომსახურებას, ისევე, როგორც მისი პატივისა და ღირსების დაცვას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მისი ყოფნის დროს. საქათველოს ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა მისი ეს უფლებები სრულად იქნას დაცული.

 

ქართული სახელმწიფოს მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია სათანადო სამართლებრივი პროცესი, მათ შორის სასამართლო უნდა ჩაატაროს გამჭვირვალე, სამართლიან გარემოში და დაცული იყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, როდესაც პირი არის დაპატიმრებული”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები