spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომებია მიღებული

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, როგორ განვითარდება მოვლენები მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით.

 

“პარლამენტში პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუ როგორი განვითარება მოჰყვება საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებულ საკითხს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

 

ჰარცელმა მიხეილ სააკაშვილის ჯანრთელობის მდგომარეობის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.

 

“რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხს, ევროკავშირი დეტალურად და ძალიან ყურადღებით აკვირდება მოვლენათა განვითარებას. უკვე არაერთხელ გამოვთქვით ჩვენი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ვიყოთ დარწმუნებული, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შესაბამისი ზომები არის მიღებული. ამისთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია სამედიცინო რჩევები და ამ რჩევების გათვალისწინება ხელისუფლების მიერ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები