spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – მზად ვართ, ვიმოქმედოთ მკაცრი საფასურის გადასახდელად, სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში

მე არ ვარ ნატო-ს წარმომადგენელი და ნატო-ს სახელით ვერ ვისაუბრებ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, აირჩიოს მისი თანამშრომლობა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განუცხადა.

 

“ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რითაც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება ხელმძღვანელობს. ამ პრინციპს ვიცავთ ჩვენი ამერიკელი, ნატო-ელი და ეუთო-ს პარტნიორებთან ერთად.

 

ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შევძლებთ ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ვთქვით, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ მკაცრი საფასურის გადასახდელად, სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები