spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარლ ჰარცელი – საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი სუს-ს ფარულ ჩანაწერებს ეხმაურება.

 

კარლ ჰარცელის ინფორმაციით, საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს.

 

“ჩვენ სერიოზულად ვუდგებით ამ მოსმენების საკითხს, რომელიც ვენის კონვენციას ეწინააღმდეგება. არ გვეგონა, რომ ისეთი მეგობარი ქვეყანა, როგორიც საქართველოა, ასეთ ნაბიჯს გადადგამდა. საქართველოს ელჩი ევროკავშირში უკვე დაიბარეს ბრიუსელში და მასთან ამაზე საუბარი აუცილებლად იქნება.

 

ამ ფაილების მოცულობა საკმაოდ დიდია და დეტალებში შესვლა არ მინდა, ზოგადად ბევრი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახური შეიძლება მიმართავდეს ასეთ ხერხს, როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერორიზმისგან და მსგავსი საფრთხეებისგან დაცვას, თუმცა ეს უნდა ხდებოდეს დიდი სიფრთხილით”, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები