ვიდრე არ გავიგებ ამბის კონტექსტს, არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს, მოვერიდები სპეკულაციებს, – განუცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა გუშინ გავრცელებულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს.
“ვადევნებთ თვალს ამ ისტორიას, რომელიც სწრაფად ვითარდება და ვიდრე არ გავიგებ ამ ამბის კონტექსტს და არ დადგინდება ჩანაწერების ავთენტურობა, არ გავაკეთებ კომენტარს; მოვერიდები სპეკულაციებს ამ შედეგების შესახებ, რადგან ეს არის მიმდინარე ამბავი.
ასე რომ, ველოდები უფრო მეტ სიცხადეს, ვიდრე კომენტარს გავაკეთებ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.