spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

კარპენტერი – საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა

კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას, – ამის შესახებ ამერიკის ეროვნული  უშიშრობის საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელმა მაიკლ კარპენტერმა “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

 

“ძალიან მკაფიონი ვართ და პრეზიდენტმა ზურაბიშვილმაც მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია, რომ კანონპროექტი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებებს და ხელს უშლის მას გააკეთოს, ის რაც სამოქალაქო საზოგადოებას ძალუძს დემოკრატიულ სახელმწიფოში, რაც გულისხმობს ხელისუფლების ძალაუფლების შეკავების და გაწონასწორების უზრუნველყოფას. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს უნდა შეეძლოთ თავისუფლად საუბარი. მათ უნდა ჰქონდეთ შეკრების თავისუფლება. სწორედ ეს არის დემოკრატია. ეს კანონი მიდის რუსეთის საგარეო აგენტების კანონის მიმართულებით. ეს არის ის, რასაც ხშირად იყენებენ ავტოკრატიულ საზოგადოებებში სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირების შესაზღუდად. საქართველო ამას არ უნდა აკეთებდეს, თუ სურს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე სვლა.

 

ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კანონი არღვევს სამოქალაქო საზოგადოების უფლებას  თავისუფლად იმოქმედოს საქართველოში. ის როგორც ეს კანონი მიიღეს, ძალიან გვაწუხებს, რადგან ის ხელს უშლის სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას.  გვსურს, რომ კანონი გაიწვიონ.

 

არ დაგიმალავთ, რომ ჩვენ შეშფოთებული ვართ ანტიდასავლური რიტორიკით, რომელიც მოდის დღევანდელი ხელისუფლებისგან. ვგულისხმობ, თავდასხმებს დასავლეთზე, ომის პარტიაზე საუბარს. გულწრფელად რომ ვთქვა, ეს აღმაშფოთებელი და შეურაცხმყოფელია. არ ვიცი რას გულისხმობენ ისინი.

 

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერდით საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ მხარი დავუჭირეთ საქართველოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ამ ტიპის ბრალდებები საჯაროდ აღმაშფოთებელია. საქართველო დიდი ხანი იყო დემოკრატიის შუქურა რთულ, არადემოკრატიულ რეგიონში. ის რასაც ბოლო დროს ვხედავთ, სამწუხაროდ, საპირისპირო მიმართულებით სვლაა, რაც ღიად რომ ვთქვათ, შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან. ვიმედოვნებთ, რომ ეს შეიცვლება”, – განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები