არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩატარდეს, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა განაცხადა.
მისივე თქმით, ნიდერლანდები ქართველი ხალხის გვერდითაა.
“ახალი არჩევნები განხილული უნდა იყოს. ჩატარებულ არჩევნებამდე იყო არათანაბარი სათამაშო მოედანი და ბევრი დარღვევა არჩევნების დროს, ასე რომ, ვთვლი, რომ ახლა არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა უნდა განიხილებოდეს საქართველოს მთავრობის მიერ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ჩატარდეს.
ნიდერლანდები დგას ქართველი ხალხის გვერდით, მათ შორის ევროპულ მისწრაფებებში და ამას გააძლიერებს”, – განაცხადა კასპარ ველდკამპმა.