შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის, – ამის შესახებ ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი კასპერ ველდკამპი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველი ხალხი ნიდერლანდების სრულ მხარდაჭერას იმსახურებს.
“შოკირებული ვარ დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების ძალადობრივი დარბევით საქართველოში, სადაც გარეთ გამოსულმა უამრავმა მოქალაქემ აიმაღლა ხმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის. ნიდერლანდები გმობს ამ მიუღებელ ძალადობას. ქართველი ხალხი ჩვენს სრულ მხარდაჭერას იმსახურებს“, – წერს კასპერ ველდკამპი.